15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

უკრაინის დედაქალაქ კიევში უცნობმა პირმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა

კიევის პოლიციის და კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქ კიევში უცნობმა პირმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა.

“კიევში უცნობმა პირმა ცეცხლის გაუხსნა ხალხს – პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს დამნაშავის დასაკავებლად.

წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი მოკლეს, არიან დაშავებულები. დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება,” – ნათქვამია კიევის პოლიციის განცხადებაში.

მოგვიანებით კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ექიმების ცნობით სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი დაჭრილი, მათ შორის ერთი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მისი ცნობით, დამნაშავის დასაკავებლად ოპერაცია გრძელდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში 19-21 აპრილს ამინდი გაუარესდება
შემდეგი სტატიაკიევში შეიარაღებული თავდამსხმელი ლიკვიდირებულია