უკრაინის დაზვერვის ცნობით, მოიპოვეს რუსული დრონების მწარმოებელი კომპანიის 100 გიგაბაიტი საიდუმლო მასალები

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ მოიპოვეს 100 გეგაბაიტი საიდუმლო მასალები რუსული სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საწარმოდან – შპს “სპეციალური ტექნოლოგიური ცენტრი” (СТЦ).

აღნიშნული კომპანია 2016 წლიდან სანქცირებულია, ის აწარმობეს სხვადასხვა მოდიფიკაციის უპილოტო საფრენ აპარატ – “ორლანს”, ასევე, რადიოელექტრონული ბრძოლის და დაზვერვის საშუალებებს და სხვა სამხედრო პროდუქციას.

მოპოვებულ მასალებში არის ნახაზები, ტექნიკური მახასიათებლები, პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა სახის ინფორმაცია.

დაზვერვის სამმართველოს წინასწარი შეფასებით, მიღებული მონაცემების ღირებულება შეიძლება იყოს $1,5 მილიარდი.

“ეს არის მნიშვნელოვანი დარტყმა ტერორისტული მოსკოვისთვის: ეს არქივი უკვე გამოიყენება უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და აგრესორი სახელმწიფოს დასასუსტებლად”, – ამბობს უწყება.

სადაზვევრო სამსახურმა განაცხადა, რომ შესაძლებელი გახდა საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება “სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია საზოგადოების პატრიოტ წარმომადგენლებთან” ეფექტური ურთიერთქმედების წყალობით.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა | პროკურატურა
შემდეგი სტატიააფხაზეთში ამ დრომდე ეძებენ 29 წლის ქალბატონს