უკრაინის დაზვერვა- რუსეთის სპეცსამსახურებმა შექმნეს ყალბი ვებ-გვერდი, რომლის მიზანიც უკრაინის პრეზიდენტის დისკრედიტაციაა

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურებმა შექმნეს ყალბი ვებ-გვერდი ე.წ ,,ზელენსკის ფონდი“ და მოამზადეს ფართო მედიაკამპანია უკრაინის პრეზიდენტის დისკრედიტაციისთვის. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო იტყობინება.

უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეთანხმდა რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ახალი სტრუქტურის შექმნაზე. მისი მთავარი ამოცანა იქნება საინფორმაციო კამპანიის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დისკრედიტაციას დასავლეთში.

„უახლოეს მომავალში მოსალოდნელია პროექტის სრულფასოვანი დაწყება და ფართო მედია პოპულარიზაციის კამპანიის ამოქმედება“, -აცხადებს დაზვერვა.

დაზვერვის ინფორმაციით, საიტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და დაწესებულებებს შესთავაზებს, შეუერთდნენ ფონდის აქტივობებს.

banner
წინა სტატიაშისოსო გოგაშვილის მეუღლე – მივმართავ იუსტიციის და შს მინისტრებს, სუს-ის უფროსს და პრემიერს – თუ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრებს რაიმე ზიანს მიაყენებენ, პასუხისმგებლობას პირადად მათ ვაკისრებ
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის ძმა – უკვე 14 დიაგნოზი აქვს დასმული, ბოლო 3 დღეში კი 3 დიაგნოზი დაემატა, რაც კატასტროფის ტოლფასია – ერთადერთი ხსნა, რომ ადამიანი გადავარჩინოთ, არის მისი საზღვარგარეთ გადაყვანა