უკრაინის დაზვერვა: “კრემლი შობის დღეებში მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებს“

უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ რუსეთი შობის წინა დღეს ან თავად დღესასწაულის პერიოდში მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებს, რასაც მსხვერპლი მოჰყვება.

სამსახურის ცნობით, ეს ოპერაცია მიზნად ისახავს აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლას და კრემლის საინფორმაციო კამპანიასთანაა დაკავშირებული.

დაზვერვაში ვარაუდობენ, რომ რუსული სპეცსამსახურები მანიპულაციისგან შეიძლება პირდაპირ შეიარაღებულ პროვოკაციაზე გადავიდნენ. შესაძლო სამიზნედ სახელდებოდა რელიგიური ობიექტები ან სიმბოლურად მნიშვნელოვანი ადგილები როგორც რუსეთში, ისე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„მოსალოდნელი დროა იულიუსის კალენდრის მიხედვით შობის წინა დღე ან მისი აღნიშვნის პერიოდი. პროვოკაციის ადგილი შეიძლება იყოს რელიგიური შენობა ან სხვა ადგილი, რომელსაც აქვს მაღალი სიმბოლური მნიშვნელობა როგორც რუსეთში, ასევე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – აცხადებენ უწყებაში.

უკრაინის მხარის თქმით, მოსალოდნელია, რომ თავდასხმის შემდეგ რუსეთმა სცადოს უკრაინის „დამნაშავედ წარმოჩენა“ – ამისთვის პროვოკაციის ადგილზე შესაძლოა სპეციალურად მიიტანონ დასავლური წარმოების დრონის ნარჩენები.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში სოფლების ნაწილს ელექტროენერგია უკვე მე-5 დღეა არ მიეწოდება
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპმა ვენესუელის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა – ამერიკული მედია