33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

უკრაინის დაზვერვა: აგრესორი სახელმწიფო, რუსეთი, აგრძელებს ეთნოციდის მიზანმიმართულ პოლიტიკას

უკრაინის დაზვერვის სამმართველო საკუთარ ვებ-გვერდზე წერს, რომ აგრესორი სახელმწიფო, რუსეთი, აგრძელებს ეთნოციდის მიზანმიმართულ პოლიტიკას, რომლის მიზანიც უკრაინული იდენტობის წაშლა და ადგილობრივი მოსახლეობის რუსებით ჩანაცვლებაა.

დაზვერვის სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი ცენტრალური აზიიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან და სხვა რეგიონებიდან ჩასული მიგრანტებით ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობის ჩანაცვლებას.

დემოგრაფიული ცვლილებების შესახებ განცხადებაში ნახსენებია, რომ 2026 წლის ივლისის მონაცემებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში 200 000-დან 300 000-მდე ეთნიკური რუსი იმყოფება. სამმართველოს განცხადებით, რუსეთი გეგმავს, რომ 2042 წლისთვის მხოლოდ სევასტოპოლში კიდევ 130 000 რუსი ჩაასახლოს.

ამასთანავე, რუსეთმა შექმნა ფინანსური ბონუსების სპეციალური სისტემა წასახალისებლად, რათა რუსები ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასახლდნენ. უკრაინის დაზვერვის სამმართველო აღნიშნავს, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაგზავნილ მოსკოველებს ორმაგ ხელფასს უხდიან, ასევე რუსებს აქვთ ბინის ქირის კომპენსაცია და დღიური დანამატები. მათივე ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედებს საოკუპაციო პროგრამებიც, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებს ავალდებულებენ, რომ ოკუპირებულ რეგიონებში სულ მცირე 5 წლის განმავლობაში იმუშაონ.

დაზვერვის სამმართველოს განცხადებით, კრემლის კოლონიზაციის გეგმები ოკუპირებული ყირიმთან დაკავშირებით მოიცავს გრძელვადიან პროგრამებს 2036 და 2042 წლებამდე.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ გულბაათ რცხილაძე პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე: ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი ვარ