უკრაინის დამარცხების შემთხვევაში აშშ რუსეთთან ომში ჩაებმება – პენტაგონის ხელმძღვანელი

შესაძლოა აშშ-მ უკრაინას $150 მლნ დოლარი გამოუყოს

თუ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომში დამარცხდება, შეერთებულ შტატებს თავისი ჯარის ომში გაგზავნა მოუწევს, რადგან კრემლის აგრესია უფრო შორს წავა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის თავდაცვის კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

ოსტინის თქმით, უკრაინის დამარცხებით პუტინი არ დაკმაყოფილდება. თავდაცვის მდივანი მიიჩნევს, რომ რუსეთი სამხედრო ექსპანსიას გააგრძელებს და თავს სხვა მეზობლების სუვერენულ ტერიტორიებს დაესხმება.

ბალტიისპირეთის ქვეყნები ნამდვილად შეშფოთებულნი არიან, რომ ისინი იქნებიან შემდეგი. მათ იციან პუტინი, მათ იციან, რა შეუძლია მას. თუ უკრაინა დაეცა, მე ნამდვილად მჯერა, რომ ნატო რუსეთთან ომში აღმოჩნდება, – თქვა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშიპირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტი – დაკავებულია 2 პირი
შემდეგი სტატიარუსეთმა დღეიდან ბენზინის ექსპორტი ექვსი თვით აკრძალა