უკრაინის დახმარება არა ქველმოქმედება, არამედ ინვესტიციაა უსაფრთხოებაში – ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ამბობს, რომ უკრაინის დახმარება არა ქველმოქმედება, არამედ ინვესტიციაა უსაფრთხოებაში. მისივე განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს სურს შეარყიოს ევროპის უსაფრთხოება.

“რუსეთი იქნება ყველაზე დიდი საფრთხე ევროპისთვის უახლოეს მომავალში” – თქვა ბერბოკმა და აღნიშნა, რომ აღიზიანებს დისკუსიები, როდესაც უკრაინის დახმარება განიხილება ქველმოქმედების ჟესტად.

“სინამდვილეში, ეს არის ინვესტიცია ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაში, მშვიდობისა და თავისუფლების დაცვაში”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიგულშემატკივარმა საქართველოს ნაკრების ავტობუსი აეროპორტიდან მადლობის შეძახილით გააცილა
შემდეგი სტატიათავისუფლების მოედანზე ფეხბურთელების დახვედრის ცერემონია გაიმართება, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება