უკრაინის დახმარება არ შეჩერდება, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის იზოლაციას და მისი ფინანსების შესუსტებას – მეცოლა

უკრაინის დახმარება არ შეჩერდება. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის იზოლაციას და მისი ფინანსების შესუსტებას, – ასე აფასებს “ტვიტერის” გვერდზე, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ახალ პაკეტს ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლა.

მეცოლას თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტი კიდევ უფრო მეტად აძლიერებს არსებულ სანქციებსა და მათ უფრო ეფექტურს ხდის.

“იმის გამო, რომ რუსეთის უკანონო შემოჭრიდან მალე 6 თვე შესრულდება, ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ დაღლილობა, უკრაინის დახმარება არ შეჩერდება. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის იზოლაციას და მისი ფინანსების შესუსტებას. დღევანდელი პაკეტი აძლიერებს მიმდინარე სანქციებს და ხდის მათ უფრო ეფექტურს”, – წერს მეცოლა.

წინა სტატიაშისამართლიანი მომსახურების სტანდარტი, რასაც ჩვენ მოვითხოვთ, ქვეყანაში დატოვებს მაღალი ხარისხის კლინიკებს, ბიუჯეტიდან ანაზღაურებაც იმის მიხედვით იქნება, რასაც დააკმაყოფილებენ – აზარაშვილი
შემდეგი სტატიაკასიანოვი: გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ მხარდაჭერას გაუწევდა