უკრაინის და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება ევროპული უსაფრთხოების საძირკველში ჩადებული ნაღმია – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამობს, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან, ევროპულ უსფართხოებაში ჩადებული “ნაღმია”.

ამ თემაზე მან სტოკჰოლმში, ეუთოს სამიტზე ისაუბრა. ლავროვმა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიახლოება რუსეთის საზღვრებთან მოსკოვისთვის კატეგორიულად მიუღებელია და ამას ვინც ხელს უწყობს, ყველა ცეცხლს ეთამაშება.

“2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები, ევროპული უსაფრთხოების საძირკველში ჩადებული ნაღმია, 2008 წლის აგვისტოში ეს ნაღმი უკვე აფეთქდა, რადგან ნატო-სგან ეიფორიაში მყოფი სააკაშვილი ავანტიურაზე წავიდა, რაც საქართველოსთვის მძიმე შედეგებით დასრულდა და უსაფრთხოების სფერო სახიფათო ნიშნულზე დაიყვანა”, – თქვა ლავროვმა.

საპასუხო განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა და რუს კოლეგას შეახსენა, რომ მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ყველამ პატივი უნდა სცეს.

“სამწუხაროდ, რუსეთი აგრძელებს ჰელსინკის პრინციპების დარღვევას, ვხედავთ მტკიცებულებას, რომ რუსეთი გეგმას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას და მოვუწოდებთ მათ, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამასთან რუსეთ კვლავ ყავს განთავსებული თავისი ძალები საქართველოში და ინარჩუენებს დე ფაქტო ხელისუფლებებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში”, – თქვა მან.

წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაპენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებები შეშფოთებას იწვევს