უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პარიზში შეხვდებიან

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი 17 ნოემბერს პარიზში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს, – ინფორმაციას Reuters-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მაკრონი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საფრანგეთის მხრიდან უკრაინისადმი გრძელვადიანი მხარდაჭერას. ელისეის სასახლეში განმარტავენ, რომ მაკრონისა და ზელენსკის შეხვედრა მიზნად ისახავს უკრაინის დახმარების კუთხით იმპულსის გაძლიერებას გასულ თვეში უკრაინის „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ.

საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტები შეხვედრაზე ასევე განიხილავენ ორმხრივ თანამშრომლობას ენერგეტიკის, ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროებში.

ცნობისთვის, ეს ზელენსკის მეცხრე ვიზიტი იქნება საფრანგეთში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე პეტერ ფიშერზე – ჩვეულებრივი „აკაცუკია“, სხვა ვერაფერს ვუწოდებ ამ ადამიანს
შემდეგი სტატიაპარტია „გახარია საქართველოსთვის“, 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციას, არ შეუერთდება