უკრაინის არმიის გენშტაბი – ფრონტის ხაზზე ყველაზე რთული ვითარება კუპიანსკის, კრამატორსკისა და ხარკოვის მიმართულებებზეა

უკრაინაში ფრონტის ხაზზე ყველაზე რთული ვითარება კუპიანსკის, კრამატორსკის და ხარკოვის მიმართულებებზეა – ამის შესახებ უკრაინის არმიის გენშტაბის განცხადებაშია ნათქვამი.

მოხსენების თანახმად, გასული დღის განმავლობაში, რუსეთის არმიამ უკრაინის არმიის პოზიციების და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ ორი ათასზე მეტი დაბომბვა განახორციელა.

უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, ხარკოვის რეგიონში სამხედრო ნაწილებმა რუსულ შენაერთებს უკან დაახევინეს. კიევში აცხადებენ, რომ რუსი აგრესორი ცდილობს გამოიყენოს უპირატესობა ცოცხალი ძალით, აღჭურვილობით და საჰაერო მხარდაჭერით.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინა ხარკოვის მახლობლად რუსულ ჯარებზე კონტრშეტევას გეგმავს. რუსეთი სუმის მეზობელ რეგიონში საზღვრის გასწვრივ ჯარებს აგროვებს.

banner
წინა სტატიაშიჰელსინკის კომისია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილ MEGOBARI აქტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაენტონი ბლინკენი მოლდოვასა და ჩეხეთს ეწვევა