უკრაინის არმიან დებალცევოსთან უკან დაიხია

უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფმა, დღეს დილით დებალცევოსთან პოზიციები დაკარგა – ამის შესახებ დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მედია წერს.
“უკრაინის ძალოვანებმა პოზიციები დათმეს და უკან დაიხიეს ტერიტორიიდან, რომელსაც ახლა უკვე რესპუბლიკის ძალოვანები აკონტროლებენ. უკრაინის სამხედრო ძალები საკუთარ დანაკარგს ითვლიან. ჩვენს შორის დაღუპულები არ არიან” – ნათქვამია თვითაღიარებული დონეცკის რესპუბლიკის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დონბასში შეიარაღებული კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო. კონფლიქტის მსხვერპლი, გაეროს მონაცემებით დაახლოებით 9 ათასი ადამიანია.

banner
წინა სტატიაშიუელსში 24 მოზარდი დაიკარგა
შემდეგი სტატიაავიძბა: საქართველო ომისთვის ფარულად ემზადება