17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ფრაქცია „ბატკივშჩინის“ ლიდერს, იულია ტიმოშენკოს აცნობეს, რომ კორუფციის საქმეზე ეჭვმიტანილია

კოალიციური ფრაქცია პრემიერის პოსტზე ტიმოშენკოს დაასახელებს

უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ფრაქცია „ბატკივშჩინის“ ლიდერს, იულია ტიმოშენკოს აცნობეს, რომ კორუფციის საქმეზე ეჭვმიტანილია.

უკრაინული მედიის ცნობით, ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

როგორც ცნობილია, „ბატკივშჩინის“ ოფისში გუშინ ჩხრეკა ჩატარდა. ჩხრეკა უკავშირდებოდა ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, ტიმოშენკო უმაღლეს რადაში სხვა ფრაქციის წევრ დეპუტატებს, კონკრეტული კანონპროექტების სასარგებლოდ ან მათ წინააღმდეგ ხმის მიცემის სანაცვლოდ, ქრთამს სთავაზობდა და მათ მოსყიდვას ცდილობდა.

იულია ტიმოშენკო ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ „როგორც ჩანს, არჩევნები გაცილებით ახლოსაა, ვიდრე გვეგონა, ვიღაცამ გადაწყვიტა, კონკურენტების წმენდა დაიწყოს“.

banner
წინა სტატიაში“ინტერნეტი ტერორისტული ოპერაციების დაწყების შემდეგ გაითიშა, მანამდე არ გათიშულა” – ირანის მთავრობა
შემდეგი სტატიაროგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 18 იანვრამდე?! – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს