15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

უკრაინის ანტიკორუფციული პროკურატურა ანდრეი ერმაკის პატიმრობას მოითხოვს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ კლიმენკომ, განაცხადა, რომ პროკურატურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ან გირაოს ითხოვს.

აღინიშნება, რომ უკრაინის ანტიკორუფციული პროკურატურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თავმჯდომარის, ანდრეი ერმაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს 180 მილიონი გრივნის გირაოს გადახდის ალტერნატივით.

ერმაკმა განაცხადა, რომ “სამართლიან, პატიოსან სასამართლოს” ელის.

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ანდრეი ერმაკთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. მოგვიანებით, ერმაკს ოფიციალურად აცნობეს, რომ ეჭვმიტანილია კიევის მახლობლად ძვირადღირებული სამშენებლო პროექტებიდან 460 მილიონი გრივნის გათეთრებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეში.

banner
წინა სტატიაშიშეკვეთილში ივანიშვილის პარკების შენახვა და მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს 4 741 000 ლარი დაუჯდება
შემდეგი სტატიაბავშვებისა და ახალგაზრდების დასაცავად ევროკავშირი სოციალური მედიის ბიზნეს-მოდელების დასარეგულირებლად მუშაობს