უკრაინის 918 დასახლება უკვე დეოკუპირებულია – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ქვეყნის ამ დროისთვის უკრაინის 918 დასახლება რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია. ამასთან დაკავშირებით მან ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

“იმ ადგილებსა და რაიონებში, საიდანაც ოკუპანტები განვდევნეთ, ნორმალური ცხოვრების აღდგენა გრძელდება. სამუშაოს მოცულობა მართლაც დიდია. უკვე დეოკუპირებულია უკრაინისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი 918 დასახლება”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, გათავისუფლებულ დასახლებებში განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

“აღვადგენთ ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის მიწოდებას. ასევე, პოლიციის, ფოსტის, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას”, – თქვა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევა გამოვლინდა