უკრაინიდან თბილისის ზოოპარკში ლომის 2 ბოკვერს ჩამოიყვანენ

1024x1024xDSC_1951-1024x1024.jpg.pagespeed.ic.Wt4O_dW7y6სურათზე გამოსახულ ლომის ლეკვებს ჯერ სახელიც არააქვთ… ისინი 10 დღის უკან დაიბადნენ, თავს კარგად გრძნობენ, მზეზე ყოფნა უყვართ და მადას არ უჩივიან… აცხადებს უკრაინული ტელევიზია ,,ტე-ეს-ესნი,, უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიედან მომზადებულ სიუჟეტში…
უკრაინული მედიის ცნობით, ამ ლეკვებს თბილისის ზოოპარკს გადასცემენ… ამის შესახებ გადაწყვეტილება ზაპოროჟიეს ზოოპარკის ხელმძღვანელობასთან ერთად ლომების მეპატრონემ, ქართული წარმოშობის უკრაინელმა ბიზნესმენმა გენადი პერტაიამ მიიღო.
,,მიუხედავად იმისა, რომ ამ ლეკვების დაბადებას დიდხანს ველოდი, იმის გამო რომ ისინი თბილისში უნდა გავაგზავნოთ, ერთი წუთითაც არ მიყოყმანია… ქართველები ჩვენს ქვეყანას დიდად ეხმარებიან ანტიტეროსრისტულ ოპერაციაში და რადგან საშუალება მოგვეცა, ჩვენც თავს ვალდებულად ვთვლით დავეხმაროთ თბილისის ზოოპარკს,, განაცხადა პერტაიამ.
ზაპოროჟიეში კონკურსი გამოცხადდა თბილისში გასაგზავნი ბოკვერებისათვის სახელის შესარქმევად, აცხადებს უკრაინული მედია.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ყირიმი შესაძლებელია ჰონკონგის მოდელით დააბრუნოს
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე: ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი აფთარი