უკრაინიდან რუსი რეპორტიორები გააძევეს

უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსეთის ტელეარხების ჟურნალისტები, რომლებიც 9 მაისის შესახებ რეპორტაჟებს ამზადებდნენ, ქვეყნიდან გააძევა – უკრაინული მედია იუწყება. უწყების თქმით, რუსეთის პირველი არხისა და “რასსიას” ჟურნალისტები რუსული პროპაგანდისტული ჩანაფიქრით აპირებდნენ ვიდეომასალების მომზადებას ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, რომ ამით დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და უკრაინის დისკრედიტაცია მოეხდინათ მსოფლიოს წინაშე – ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნული არხების უკრაინაში მოქმედება, პეტრე პოროშენკოს 2017 წლის 15 მაისის ბრძანებით, აკრძალულია.

ორივე არხის ჟურნალისტს უკრაინაში სამი წლით აეკრძალათ შესვლა.

banner
წინა სტატიაშიUber-მა საჰაერო ტაქსის შექმნაზე “ნასასთან” მეორე ხელშეკრულება გააფორმა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაფეხბურთელმა გულშემატკივარს ქურთუკი აჩუქა, სადაც საქორწინო ბეჭედი ედო