უკრაინიდან ქართველი ე.წ. კანონიერი ქუდი გააძევეს

20 მაისს უკრაინიდან ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გააძევეს. ინფორმაციას ოდესის რეგიონის პოლიცია ავრცელებს.

როგორც უწყება განმარტავს, საქართველოს მოქალაქე 44 წლის “კანონიერი ქურდია” და ის უკრაინაში ქართული და რუსული ე.წ. ქურდული სამყაროს ინტერესებს წარმოადგენდა. მათივე ცნობით, პირი არაერთხელაა ნასამართლევი.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სანქციების სიაში შევიდა, როგორც პირი, რომლის ქმედებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ეროვნულ უსაფრთხოებას. მას უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა 3 წლით აეკრძალა.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა შვედეთის პრემიერს უთხრა, რომ თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, თუმცა უკმაყოფილოა შვედეთში ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის გამო – თურქული მედია
შემდეგი სტატიამშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილმა დანაშაულმა გამაოცა – ირპენს პორტუგალიის პრემიერი ეწვია