უკრაინიდან ლტოლვილების ნაკადის გამო პოლონეთის რესურსები იწურება – NBC News

სამუშაო და საცხოვრებელი არ არის, უკრაინიდან ლტოლვილების ნაკადის გამო პოლონეთის რესურსები იწურება. ამის შესახებ NBC News იტყობინება.

მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა უკრაინელების უდიდესი ნაწილი გადარჩენის მიზნით მეზობელ პოლონეთში ლტოლვილად გადავიდა.

მედიასაშუალება წერს, რომ ლტოლვილების დიდი ნაკადის გამო პოლონეთში დასაქმება კიდევ უფრო რთული გახდა. ლტოლვილების მიღების მსურველ პოლონურ ოჯახებში უკვე ადგილი აღარ არის.

თებერვლის ბოლოდან დღემდე ქირის ფასი 30%-ით გაიზარდა. საცხოვრებლის უქონლობის გამო, ბევრი უკრაინელი იძულებულია დარჩეს მასობრივ თავშესაფრებში, რომლებიც ადაპტირებულია ხანმოკლე ყოფნისთვის

„ერთ-ერთი მათგანი იყო საგამოფენო ცენტრი ვარშავის გარეუბანში.

ცენტრში სულ უფრო ხშირად ცხოვრობენ მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც უჭირთ პოლონური ოჯახის პოვნა, რომელსაც სურს უმასპინძლოს უამრავ ადამიანს უფასოდ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხონში თავისუფლების მოედნის სარეაბილიტაციო პროცესი დაათვალიერა
შემდეგი სტატიაერთმანეთზე თავდასხმა, მოღალატეების, პრორუსების ან „ომის პარტიის“ ძახილი საქართველოს არ სჭირდება, საქართველოს ახლა სჭირდება ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში, რუსეთის წინააღმდეგ – დეგნანი