უკრაინიდან დეპორტირებულ მიხეილ აბზიანიძეს ბინადრობის ნებართვა გააჩნდა

პოლიტიკური პარტია “Рух нових сил” –ის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მძღოლს მიხეილ აბზიანიძეს და საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერს დავით მიქიაშვილს უკრაინაში ბინადრობის ნებართვა გააჩნიათ. ამ უკანასკნელს დროებითი ბინადრობის ვადა ამა წლის 20 დეკემბერს უმთავრდება.

აბზიანიძე და მიქიაშვილი დაც სააკაშვილის დაცვის წარმომადგენელი გიორგი რუბაშვილი ამ დღეებში გაძევებულნი იქნენ უკრაინის ტერიტორიიდან.
აბზიანიძის თქმით, 21 ოქტომბერს მან აფთიაქში შესვლა გადაწყვიტა, რათა თავისი ოთხი თვის შვილისთვის წამალი ეყიდა. მის სახლთან ახლოს თეთრი ფერის მიკროავტობუსი გაჩერდა, საიდანაც გამოვარდა სპეცნაზის 5 თანამშრომელი. იგი მიწაზე დააწვინეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს, ხელბორკილი დაადეს და მანქანაში შეაგდეს. აბძიანიძემ აღნიშნა, რომ გამომძიებელმა მას არ უპასუხა შეკითხვებზე და იგი პირდაპირ აეროპორტში გააქანეს. “მანქანიდან თვითმფრინავში გადაყვანის დროს მივხვდი, რომ დეპორტაციისთვის მამზადებდნენ დავიწყე ყვირილი, ვიძახდი, რომ გამაჩნდა ბინადრობის ნებართვა…შემიკრეს ხელ–ფეხი, რომ ხმა არ ამომეღო…”, –ამბობს აბზიანიძე.

დავით მიქიაშვილიც 21 ოქტომბერს სახლთან ახლოს დააპატიმრეს. “გაჩერდა ლურჯი ფერის მიკროავტობუსი გერმანული ნომრით…ჯერ ერთი სამხედრო გამოვარდა….შემდეგ კი ავტომატით შეიარაღებული ექვსი ადამიანი…დამადეს ხელბორკილი და დაიძახეს : “Ложись, сука!”,– აცხადებს დავით მიქიაშვილი.
მისი თქმით, იგი გამომძიებელმა დაკითხა, ხოლო მოგვიანებით აეროპორტში წაიყვანეს და უკრაინის ეროვნული გვარდიის თვითმფრინავში ჩასვეს, სადაც მას ექვსი შეიარაღებული გვარდიელი დახვდა. მოგვიანებით თვითმფრინავში შეიყვანეს გიორგი რუბაშვილი და მიხეილ აბძიანიძე.
ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო LB.ua,

banner
წინა სტატიაში(video) მეუფე დიმიტრი: ეს იყო შეთქმულება არა მარტო მის წინააღმდეგ არამედ, ეკლესიის წინააღმეგ
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი სასამართლოში გაასაჩივრებს პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებას