უკრაინიდან დაბრუნებულმა რუსმა ჯარისკაცმა კურსკის ოლქში მცხოვრები ოჯახის წევრებს მათსავე სახლში ცეცხლი გაუხსნა

რუსული ოპოზიციური მედიის ცნობით, კურსკის ოლქში მცხოვრებ ლარინებს ღამით სამხედრო პირი მიადგა და დოკუმეტები მოსთხოვა. ეს პროცედურა როგორ გადაიზარდა კამათსა და დაპირისპირებაში, უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ სამხედრომ ოჯახის წევრებს ცეცხლი გაუხსნა და ცოლი ადგილზე მოკლა, ქმარი კი ჯერაც კომაშია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სამხედრო არაადეკვატურ მდგომარეობაში იყო და ისინი, შესაძლოა, ნარკოტიკკული თრობის კონტექსტს გულისხმობენ. მკვლელობის მომენტში სახლში ცოლ-ქმარი და ორი შვილი, 10 და 6 წლის გოგონები იმყოფებოდნენ. როცა ოჯახში შეჭრილი სამხედრო პირი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენას ითხოვდა, მისი შეჩერება მეზობელმა ბიჭმაც სცადა. როგორც მოკლულის 10 წლის ბავშვი ამბობს, სამხედრომ მეზობელსაც გაუხსნა ცეცხლი, თუმცა მან მიმალვა მოასწრო და გადარჩა.

მკვლელი პოლიციამ ქუჩაში გამოსვლისთანავე დააკავა. ისინი ამბობენ, რომ “ჯარისკაცი ან მთვრალი იყო, ან რაღაცის გავლენის ქვეშ”, – ამაზე ექსპერტიზა გასცემს პასუხი. სროლის მოტივების შესახებ დამატებით არაფერია ცნობილი იმის გარდა, რომ რუსი სამხედრო ახალდაბრუნებული იყო უკრაინის ფრონტიდან.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული დრონების ეფექტიანობა გაიზარდა – ოლექსანდრ სირსკი
შემდეგი სტატიარუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დღეს, 30 წლის შემდეგ პირველად, პირდაპირი რეგულარული ფრენები განახლდება