5 ოქტომბერს ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის იერიშმა ენერგონფრასტრუქტურა დააზიანა, რის გამოც შვიდი მუნიციპალიტეტის მასშტაბით 40 000-მდე მაცხოვრებელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
გლადკოვის თქმით, ზარალი “საკმაოდ სერიოზულია”. 6 ოქტომბრის დილისთვის ელექტროენერგია მხოლოდ 5 400 მაცხოვრებელს არ მიეწოდებოდა.
უკრაინის საპასუხო შეტევას წინ უძღოდა რუსეთის მხრიდან უკრაინულ ელექტროსადგურებზე სისტემატური თავდასხმა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელესნკიმ განაცხადა, რომ მოსკოვის მხრიდან უკრაინის ელექტროსადგურებზე განმეორებადი თავდასხმის შემთხვევაში შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა.
















