უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ მოიგერიეს რუსეთს თავდასხმა ხუთი მიმართულებით და ახალ პოზიციებს იკავებენ.
გენშტაბის ინფორმაციით, კუპიანსკის მიმართულებით რუსეთი არ წყვეტს წინსვლის მცდელობას, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა შეტევა მოიგერია. ლიმანის მიმართულებით წარუმატებელი აღმოჩნდა რუსეთის მცდელობა, გაედევნა უკრაინული ჯარი. გენშტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს შეტევა ავდიივკასა და მარიინკას მიმართულებებზეც.
უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით მოიგეს რუსეთის თავდასხმები დონეცკის ოლქის ბერხივკასა და ბოჰდანივკას სამხრეთით.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ შეტევას ქალაქ ბახმუტის სამხრეთით და ჩრდილოეთით და აწარმოებენ შეტევით ოპერაციას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე.