უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი ალყაში მოაქციეს

უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი ალყაში მოაქციეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ოკუპანტების 3 ტაქტიკურმა ბატალიონმა ალყიდან გამოსავლელად ე.წ. მწვანე დერეფანი მოითხოვა, მათ შორის სპეცრაზმებელბმაც.

უკრაინელი სამხედროების შეტევა ერთდროულად ორი მიმართულებით ხორციელდებოდა: ოლგინო-კოსტრიკაში და პოტიომკინო-ნოვოვოზნესენსკოეში. ამ დროისთვის ხერსონის ოლქში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 24 თებერვალს შეიჭრა და აქტიური საომარი მოქმედებები დაიწყო. რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ათასობით ადამიანი, 10 მილიონზე მეტი უკრაინელი კი ლტოლვილად იქცა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: უკრაინელმა ლიდერმა რუსეთი შეადარა „ვეშაპს, რომელმაც უკვე გადაყლაპა უკრაინის ორი რეგიონი და ახლა ამბობს, რომ კონფლიქტი გაიყინოს
შემდეგი სტატიაპუტინი უფრო დიდი საფრთხეა ამერიკისთვის, ვიდრე თავის დროზე ჰიტლერი – OCCRP