უკრაინელმა სამხედროებმა იმ ოკუპანტების ნაწილი გაანადგურეს, რომლებიც ბუჩაში ჩადენილ სისასტიკეში მონაწილეობდნენ

რუსმა ოკუპანტებმა, რომლებიც ბუჩაში ჩადენილ სისასტიკეში მონაწილეობდნენ, ხარკოვის ოლქში, იზიუმთან მსხვერპლი განიცადეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

“რუსეთის 64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის ქვედანაყოფები, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებში, წამებასა და გაუპატიურებაში, იზიუმის დასახლებულ პუნქტში მოქმედებდნენ და უკვე განიცადეს ზარალი”, – აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, “ПЗН 18+”-ის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს 64-ე ბრიგადაში შემავალი ოკუპანტების ჯგუფი, რომლებიც ბუჩაში გოგონებსა და ქალებს აუპატიურებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის იყო ის ოკუპანტიც, რომელსაც ცოლმა უკრაინელი ქალების გაუპატიურების “უფლება მისცა” და უთხრა: “შეგიძლია უკრაინელი ქალები გააუპატიურო, უბრალოდ არ მითხრა”. ოკუპანტისა და მისი ცოლის სატელეფონო საუბარი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 12 აპრილს გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიადრე რუსები პარიზის ნახვაზე ოცნებობდნენ, ახლა მათი ოცნებაა – მოიპარო უნიტაზი და მოკვდე – ზელენსკი
შემდეგი სტატიაგაეროს გენერალური მდივანი, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, კიევს ეწვევა