რუსეთმა კურსკის რაიონში 30 000-მდე სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანა და ეს მაჩვენებელი იზრდება – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი კურსკში მიმდინარე ოპერაციაზე საუბრისას. მისი თქმით, კურსკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციის ჩატარების ერთ-ერთი ამოცანა სწორედ ეს იყო – მტრის მნიშვნელოვანი ძალების სხვა მიმართულებებიდან გაყვანა – “პირველ რიგში ეს ეხება პოკროვსკის და კურახივის მიმართულებებს” – ამბობს სირსკი.
მისივე თქმით, კურსკის ოლქში ოპერაციის დაწყებიდან უკრაინამ ტყვედ აიყვანა 594 რუსი სამხედრო და აკონტროლებს 100-ზე მეტ დასახლებას, ანუ 1294 კვადრატულ კილომეტრს.
„დღეისთვის ჩვენ ავიღეთ კონტროლი 1294 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე – ეს არის 100 დასახლება… ასევე მნიშვნელოვნად შევავსეთ გაცვლითი ფონდი: დღეს ამ მიმართულებით ტყვედ გვყავს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 594 სამხედრო მოსამსახურე“. – ამბობს სირსკი.
ასვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბელგოროდის რეგიონში სასაზვრო პუნქტი გაარღვიეს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სრული კონტროლი აიღეს სოფელ კაზაჩია ლოკნიაზე. კურსკის ოლქი, რუსეთი.