უკრაინელმა მსახიობმა თავი ოკუპირებული ვასილიევკას მერად გამოაცხადა და რუსებს „ძმები“ უწოდა

უკრაინელმა მსახიობმა ნატალია რომანიჩენკომ თავი ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე დროებით ოკუპირებული ქალაქის, ვასილიევკას მერად გამოაცხადა და რუსებს „ძმები“ უწოდა, – ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

რომანიჩენკოს თქმით, იგი რუსულ ჯართან თანამშრომლობს და ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ოკუპანტებს წინააღმდეგობა არ გაუწიონ.

„უკრაინის არმია მიზანმიმართულად ბომბავს ჩვენს ვასილიევკას, რითაც ცდილობს, ხელი შეუშალოს მშვიდობიანი ცხოვრების დამყარებას“, – აცხადებს ნატალია რომანიჩენკო.

ქალაქის თვითგამოცხადებული მერი ადრე უკრაინულ ფილმებში თამაშობდა.

ვასილიევკას ამჟამინდელი მერი სერგეი კალიმანი ამჟამად ქალაქ ზაპოროჟიეში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიმიხიელ სააკაშვილის შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე – მეუფე ნიკოლოზი
შემდეგი სტატიაკიევში „რუსეთ-უკრაინის მეგობრობის“ მონუმენტის დაშლა მიმდინარეობს