უკრაინელი ჟურნალისტის სკანდალური გაფრთხილება სააკაშვილს

ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი და ბლოგერი ტატიანა ზაროვნაია, სოციალურ ქსელში სკანდალურ წერილს აქვეყნებს, სადაც იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც მისი აზრით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ემუქრება…

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი ტატიანა ზაროვნაია, რომელიც რამდენიმე უკრაინულ არხზე მუშაობს, ადრე ნაკლებად იყო დაინტერესებული სააკაშვილის თემით, თუმცა მისმა წერილმა ,,ფეისბუქში,, სააკაშვილის თემაზე, დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

,,რაზე ვფიქრობ მე (მეკითხება ,,ფეისბუქი,,) თქვენ გაგიკვირდებათ და მე ვფიქრობ ხუტინის (იგულისხმება რუსეთის პრეზიდენტი პუტინი რედ.) მტრების დაუცველობაზე უკრაინაში და განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილზე…

შეიძლება ჩვენი დამწყები ტირანის სულმოკლეობით, ან აღმასრულებელთა უნიჭობით… არ მინდა ვიფიქრო, რომ განზრახ, მაგრამ  უკრაინიდან საქართველოს კიდევ 8 მოქალაქის გაძევებით, რომელთა ნაწილი მისი პიადი მცველები იყვნენ, (ზოგიერთები კი საერთოდ შემთხვევითი ადამიანები – ჟურნალისტის ჩათვლით)… და ამ მოვლენამდე  ქვეყნიდან  თავზე ტომარაჩამოცმული კიდევ სამი ახალგაზრდას გაგდებით, რომელსაც სააკაშვილი სიცოცხლესაც ენდობოდა – ის დარტყმის ქვეშ დააყენეს!

ესმის თუ არა СБУ-ში (უკრაინის უშიშროების სამსახური რედ.), უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და სხვა ორგანოებში, რომ ახლა სრულად მათ აკისრიათ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა? თქვენ შეიძლება ის არ გიყვარდეთ პოპულიზმის გამო… თქვენ შეიძლება არ მოგწონდეთ მიხოს-მაიდანი, თქვენ შეიძლება გეშინოდეთ პოლიტიკური კონკურენციის, შეიძლება რაზეც გინდათ იმაზე იფიქროთ, მაგრამ დარჩით ღირსეულ ადამიანებად! და გახსოვდეთ პასუხისმგებლობაზე!

სააკაშვილი უკრაინაში პეტრ პოროშენკოს პირადი მოწვევით მოვიდა (ისევე როგორც სხვა გაძევებულები), თვითონ კი არა – მოწვევით მოვიდა. მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პოროშენკომ პირადი ბრძანებით მისცა … ხოლო შემდეგ, თითქოს მოქალაქეობა სათამაშო იყოს, წაართვეს მას. რას ველოდებით ამის შემდეგ… ვინ არის სააკაშვილი? თუმცა ყოფილი, მაგრამ ის საქართველოს პრეზიდენტია… და პრეზიდენტად დარჩება მუდამ, მასთან დაკავშირებული მთელი პატივით. პოროშენკოს მტრად ქცეულიც კი, ის რჩება კრემლის და ამხანაგი ხუტინის  ყველაზე მგზნებარე მტრად… და ესეც სამუდამოა.

არსებობს ერთი მონაცემიც: ჩვენ ვაკვირდებით ქვეყანაში დანაშაულის უძლიერეს ზრდას – ზრდას გაუხსნელი დანაშაულებისა და რეზონანსული მკვლელობებისა, რომელთაც პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს… ეს ვორონენკოვი, შერემეტი, შაპოვალი და ისა მუნაევია (დიახ ამ თემაზე მე ჩეჩენ ლიდერებს ველაპარაკე).. ეს თემურ მახაურია (საკუთარ ავტომობილში აფეთქებული)და ამინა ოკუევაა! ალოო თანამემამულენო!!! არაფერი გაფიქრებთ?! არსებობს ვერსია, რომ ყველა ამ დანაშაულის ორგანიზება და შეიარაღება  რუსულმა სპეცსამსახურებმა მოახდინეს, მაგრამ უკრაინელებმა შეასრულეს. და ახლაც, ჩვენ ვაკვირდებით, როგორ უადვილებენ (ნებით თუ უნებლიეთ),   უკრაინული სპეცსამსახურები ხუტინის ტურებს სამუშაოს. თქვენ როგორ გეჩვენებათ, ეს შესაძლებელია თუ არა? რბილად რომ ვთქვათ, კიევი არც ისე უსაფრთხო ადგილია მსოფლიოში… რომ იცოდეთ… ხოლო ხუტინის მტრებისთვის მით უმეტეს. თავს გაუფრთხილდი სააკაშვილო!

თქვენ მოაშიშვლეთ და დაუცველი გახადეთ ის… თქვენ, მხოლოდ თქვენ, უკრაინულმა სპეცსამსახურებმა, უკრაინის ცენტრალურმა ხელისუფლებამ დარტყმის ქვეშ დააყენეთ ის.  თქვენ, იური ვიტალის ძე ლუცენკომ, რაღაც წარმოსახვითი თუ არც თუ წარმოსახვითი მესამე გადატრიალების მომზადების საბაბით, დეპორტაციის გზით, ლიკვიდირება გაუკეთეთ სააკაშვილის პირად დაცვას.. თქვენ და არა ვინმე რუსმა ბიძამ, პირადა დააყენეთ დარტყმის ქვეშ საქართველოს პრეზიდენტი. იღწვოდა რა, ესიამოვნებინა საკუთარი უფროსი, ლუცენკომ საფრთხის ქვეშ დააყენა საქართველოს პრეზიდენტი… არც მეტი, არც ნაკლები, აი ასე იყო ზუსტად… უკრაინის დღევანდელი ხელმძღვანელობის სიმდაბლემ და სიმხდალემ,  შეიძლება სასარგებლო სამსახური გაუწიოს მტრულ მოსკოვს. გაიხსენეთ, თუ როგორ თანმიმდევრულად ნადირობენ რუსი ნაძირლები მთელს მსოფლიოში საკუთარ მტრებზე… ისე რომ ამაზე არც დროს და არც ფულს არ ზოგავენ… მათ არამარტო ჯოხარ დუდაევი მოკლეს ჩეჩნეთში, ისინი პოულობდნენ და კლავდნენ ჩეჩნურ ელიტას შორეულ ლონდონშიც კი. რაც გინდათ ის იფიქრეთ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი – პოლიტიკოსი, დღეს საფრთხეში იმყოფება… და ეს უკრაინის ხელისუფლების ბრალია. ისტორია არ გვპატიობს ასეთ შეცდომებს,, წერს ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი ტატიან ზაროვნაია.

 

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაშიცხინვალში დააკავეს ახალგაზრდა, რომელმაც შებილწა სოფლის ეკლესია
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის გამზირზე – ადგილზე სპეცრაზმის დამატებითი ძალები შევიდნენ