უკრაინელი ჟურნალისტი: სააკაშვილი აწამეს (ვიდეო)

უკრაინელი ჟურნალისტი და საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცნობილი სახე – ტატიანა ზაროვნაია,  UKRLIFE.TV- სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა, უკრაინაში არსებული სიტუაცია გააშიშვლა.


,,მადლობა პეტრ პოროშენკოს, იური ლუცენკოს და მის მეუღლეს… მადლობა ,,ეს-ბე-უ,, -ს რომელსაც ახლა ჩვენთან ,,ფე-ეს-ბე-უ,,-ს ეძახიან… და მადლობა უკრაინის მთავარ პროკურატურას, რომ დაგვანახეს რა ხდება უკრაინაში. სააკაშვილთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, უკრაინაში არსებული მდგომარეობა გააშიშვლა,, აცხადებს დონეცკიდან იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ჟურნალისტი, რომელიც მაიდნის რევოლუციას აქტიურად უჭერდა მხარს.
,,შეიძლება ითქვას, რომ მე 5 დეკემბრამდე სერიოზულად არ დავინტერესებულვარ სააკაშვილით და მისი პოლიტიკური აქტიურობით. უბრალოდ გამოვიჩინე ინტერესი და  17 ნოემბერს ვიყავი მის აქციაზე მისული, სადაც ვნახე ხალხი, რომლებიც უკრანაში სიტუაციით უკმაყოფილონი არიან და მზად არიან მაიდანს დაუჭირონ მხარი ნებისმიერ დროს, დღისით თუ ღამით… ვნახე ჩემთვის პატივსაცემი და წესიერი ხალხი, რომელთაც პირადად ვიცნობ და  ვნახე ისეთებიც, რომელთა გვერდზე დადგომას პირადად მე არ ვისურვებდი.
მე მივედი ვნახე იქაურობა და განსაკუთრებული ინტერესი არ გამომივლენია, რადგან ვიცოდი, რომ სააკაშვილს უკრაინაში არანაირი რეიტინგი არ ჰქონდა… თუმცა, 5 დეკემბერს დაიწყო ისეთი მოვლენები, რომელმაც დაგვანახა სად ვართ ჩვენ დღეს. მე მეჩვენება, რომ ჩვენ მაიდნის ნიშნულს დავუბრუნდით ან კიდევ უფრო უკან ვართ დაგორებულნი… ან შეძლება ვთქვათ იმ ადგილზე ვართ, სადაც პოროშენკო იანუკოვიჩად გარდაიქმნება… შეძლება ამაზე ვიდაოთ, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ საწინააღმდეგო მიმართულებით, უკან მივდივართ..,, აცხადებს ზაროვნაია, რომელსაც მიაჩნია, რომ გარკვეული დისკრედიტირებული ელემენტების ყოფნა სააკაშვილის გვერდით, ხელისუფლების დამსახურებაა და მათ სჭირდებათ.
,,უკრაინაში ტოპ-კორუფციონერთა ჯგუფის არც ერთი წევრი ციხეში 3 დღით არ მჯდარა… რა უფლებით და რაზე დაყრდნობით ჩამოართვეს სააკაშვილს თავისუფლება?! ეს იყო წამება… ეს რეალურად და ევროპული კანონმდებლობით იყო წამება. ,,ეს-ბე-უს,, ციხეში 24 საათიანი მეთვალყურეობაა… იქ, ადამიანს უნიტაზე დაჯდომის დროსაც განმარტოვება არ შეუძლია… 24 საათი შუქი ანთებულია… ეს დაცინვაა,  ტერორია, დამამცირებელი მოპყრობა და პოლიტიკური დევნაა. ასევე არაკანონიერია რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით მოპოვებული სამხილები, რადგან ჩვენ ამ ქვეყანასთან საომარ მდგომარეობაში ვართ. ეს თითქოსდა სამხილებიც ნელ-ნელა უკვე ქრება და იმ დონემდე მივდივართ, რომ თვითონ აღიარებენ, რომ არანაირი სამხილი არ ყოფილა… მაპატიეთ, მაგრამ იმ სამ დღე-ღამეს როგორ დაუბრუნებთ იმ ადამიანს, რომელსაც უკანონოდ მოპარეთ,, აცხადებს ზაროვნაია.
,,ის რაც სააკაშვილს გაუკეთეს, გაკეთდა მის დასამცირებლად… მაგრამ ის ხომ საქართველოს პრეზიდენტია… ყოფილი პრეზიდენტები არ არსებობს. სააკაშვილი არ ყოფილა ყველაზე ცუდი და ყველაზე არადემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტი და თუ მას ასე ექცევიან, როგორ შეიძლება ჩვენი ხელისუფლება უბრალო ადამიანს მოექცეს? მოწინააღმდეგეც ხომ პატივისცემით ექცევიან, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების მოქმედებებმა, მე მაფიქრებინა, რომ მათ არ გააჩნიათ მორალი და ფასეულობები… აქედან გამომდინარე, მე ვიწყებ ფიქრს, რომ თუ ჩემთვის მაიდანი ,,ღირსების რევოლუცია,, იყო, ლუცენკოსთვის და მისი ოჯახისთვის ის მხოლოდ სამხედრო გადატრიალებაა,, აცხადებს უკრაინელი ჟურნალისტი ტატიანა ზაროვნაია.
უკრაინელმა ჟურნალისტმა ასევე ისაუბრა, საპრეზიდენტო ხელისუფლების მიერ მედიის ხელში ჩაგდებაზე და დახურულ საინფორმაციო სივრცეზე, მარიონეტულ პროკურატურაზე სპეცსამსახურებზე… ,,სახელისუფლო არხები ხალხს იმას უმტკიცებენ, რომ თითქოსდა სააკაშვილი კრემლის აგენტია და იმას არ ეუბნებიან, რომ ლუცენკომ კრემლის ყველა ნამდვილი აგენტისა და მხარდამჭერის, მათ შორის სააკაშვილის საქმეში მოხსენიებული კურჩენკოს წინააღმდეგაც, ყველა სისხლის სამართლის საქმე დიდი ხნის წინ შეწყვიტა,, განაცხადა ტატიან ზაროვნაიამ.

,,თაიმერი,,
ვიდეო:

banner
წინა სტატიაშიესპანეთის საფეხბურთო ნაკრებს შესაძლოა აუკრძალონ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა
შემდეგი სტატიაკახეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს