23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

უკრაინელი სარდალი: დონეცკში ყოველი დაკავებული კვადრატული კილომეტრისთვის რუსეთი 400-ზე მეტ სამხედროს კარგავს

უკრაინელი სარდალის, სირსკის განცხადებით, დონეცკში ყოველი დაკავებული კვადრატული კილომეტრისთვის რუსეთი 400-ზე მეტ სამხედროს კარგავს.

ეს მონაცემები სირსკიმ NATO-ს უკრაინის უსაფრთხოების დახმარებისა და მომზადების მისიის ხელმძღვანელთან, გენერალ-ლეიტენანტ კერტის ბაზარდთან შეხვედრის შემდეგ გაასაჯაროვა. გამოქვეყნებულ განცხადებაში უკრაინელმა სარდალმა აღნიშნა, რომ მან ამერიკელ კოლეგას ბრძოლის ველზე არსებული მიმდინარე ვითარება და უკრაინის ოპერატიული პრიორიტეტები გააცნო.

„უკრაინელი მეომრები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მტრის ყოველი ნაბიჯი მათთვის მაქსიმალურად ძვირი და დამქანცველი აღმოჩნდეს. ასე მაგალითად, დონეცკის ოლქში რუსეთის არმია 400-ზე მეტ ჯარისკაცს კარგავს ტერიტორიის ერთი კვადრატული კილომეტრის დასაკავებლად“ –
განაცხადა სირსკიმ.

სირსკის თქმით, უკრაინა აგრძელებს ე.წ. „აქტიური თავდაცვის“ სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს სტრატეგიული ინიციატივის დაბრუნებას და, ამავდროულად, რუსეთის შეტევითი შესაძლებლობების შემცირებას. მან დასძინა, რომ უკრაინული ძალები ასევე მუშაობენ რუსეთის მიერ მასშტაბური სარაკეტო და საჰაერო დარტყმების განხორციელების შესაძლებლობების შეზღუდვაზე.

ამ ძალისხმევის ფარგლებში:
• უკრაინა აგრძელებს დარტყმებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ობიექტებზე 2 000 კილომეტრამდე მანძილზე.
• კამპანია „საშუალო დარტყმების“ ფარგლებში, უკრაინული ძალები მიზანში იღებენ რუსეთის ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას ფრონტის ხაზიდან 200–300 კილომეტრის სიღრმეში.

„ასევე, „საშუალო დარტყმების“ ჩარჩოებში, ჩვენ ვანადგურებთ რუსების ლოგისტიკურ ქსელს ფრონტის ხაზიდან 200–300 კმ-მდე მანძილზე. ამან გავლენა უნდა მოახდინოს ბრძოლის ველზეც“ – აღნიშნა მთავარსარდალმა.

banner
წინა სტატიაშიხანძარი ბათუმში – საცხოვრებელ კორპუსში ბინა დაიწვა
შემდეგი სტატიაგარემოს ეროვნული სააგენტო: დაინერგა ადრეული გაფრთხილების მობილური პლატფორმა