უკრაინელი სამხედროები თუ იარაღს დაყრიან და კიევი შეასრულებს რუსეთის მოთხოვნას, ყველაფერი 24 საათში დასრულდება – პესკოვი

უკრაინელი სამხედროები თუ იარაღს დაყრიან და კიევი შეასრულებს რუსეთის მოთხოვნას, ყველაფერი 24 საათში დასრულდება, – ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. მისი თქმით, ომის დასასრულებლად უკრაინის ხელისუფლებამ უნდა გასცეს იარაღის დაყრის ბრძანება.

„უკრაინულმა მხარეს შეუძლია, ყველაფერი 24 საათში დაასრულოს, საჭიროა ბრძანება, რომ ნაციონალისტურმა ქვედანაყოფებმა დაყარონ იარაღი, ბრძანება, რომ სამხედროებმა დაყარონ იარაღი და უნდა შესრულდეს რუსეთის პირობები და ყველაფერი შეიძლება, დასრულდეს მომდევნო 24 საათში“, – განაცხადა პესკოვმა.

პუტინის პრესმდივანმა ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რომ მას ომის დასრულებამ ზამთრამდე სურს. პესკოვმა ასევე გაიმეორა, რომ „საომარი ოპერაცია უკრაინაში გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მის დასრულების ვადა განსაზღვრული არ არის“. პესკოვის თქმით, ის დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ დასახული ამოცანები შესრულდება.

პესკოვმა ასევე ისაუბრა ნატო-ზეც და განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კონფრონტაციის მიზნით შეიქმნა. მისივე თქმით, ნატო-ს გეგმის საპასუხოდ გააძლიეროს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვა, რუსეთის დასავლეთი საზღვრების გაძლიერების გეგმას შეიმუშავებს.

„ეს არის ბლოკი, რომელიც კონფრონტაციისთვის შეიქმნა, ის ასე ახდენს თავისი არსის დემონსტრირებას და ასრულებს წინასწარ ჩადებულ ამოცანებს, – განაცხადა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშიტექნიკური მთავრობის საკითხი არაკონსტიტუციურია, მთავრობის სახელებიც კი, მიტინგის წამყვანების აზრითა და ხალხის რაოდენობით იცვლება, ხან ერთობისაა, ხან დროებითია – ქადაგიშვილი
შემდეგი სტატიათუ არ გადავარჩენთ ადამიანის სიცოცხლეს, ეს უკვე სადიზმის დონე იქნება – ნიკოლოზ სააკაშვილი