25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

უკრაინელი სამხედროები კოსტიანტინოვკიდან: სიტუაცია კონტროლირებადია და ქალაქი სრულად იმყოფება უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ

სიტუაცია კონტროლირებადია და ქალაქი სრულად იმყოფება უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ”,- ნათქვამია უკრაინელი სამხედროების ვიდეომიმართვაში, რომელსაც ისინი კოსტიანტინოვკიდან ავრცელებენ.

რუსული პროპაგანდის საპასუხოდ, თითქოს დონეცკის ოლქის ეს დასახლება რუსულმა არმიამ დაიკავა, უკრაინელი სამხედროები აღნიშნავენ, რომ ისინი “წარმატებით ანადგურებენ მტრის ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ ქალაქში შეღწევას და წმენდენ უკრაინულ მიწას”.

„ბოლომდე ვიდგებით და ქალაქს არ დავთმობთ. კოსტიანტინოვკა უკრაინის ქალაქია”,- ამბობენ უკრაინელი სამხედროები.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა გერასიმოვმა 2 დღის წინ პუტინს მოახსენა, რომ დონეცკის ოლქის ქალაქი კოსტიანტინოვკა სრულად დაიკავეს რუსულმა ჯარებმა. ეს ინფორმაცია გუშინ უარყო უკრაინის გენერალურმა შტაბმაც და პრეზიდენტმა ზელენსკიმაც.

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვანი, რომელსაც დედოფლისწყაროში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დაეჯახა, კლინიკაში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიავენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 954-მდე გაიზარდა