უკრაინელი პენსიონერი სოფელს ნაღმებისგან დამოუკიდებლად ასუფთავებს

უკრაინაში ნიკოლაევის რეგიონში მცხოვრებმა 67 წლის განნა პლისჩინსკამ ლითონის დეტექტორი იყიდა და ახლა ყოველდღე მინდვრებში ნაღმებისგან გასაწმენდად მუშაობს. ამის შესახებ პენსიონერი ქალი Новини Приазов’я-თან სიუჟეტში ყვება.

განნა სოფელ სტეპოვა დოლინაში ცხოვრობს. გასულ წელს, როდესაც მისი სოფელი რუსული მასიური დაბომბვის გამო განსაკუთრებით საშიში იყო, ის თავის ძროხა ლანასთან ერთად ჩერკასში გაემგზავრა. ქალმა გზაზე 10000-ზე მეტი გრივნა დახარჯა საკუთარი თავისთვის და პირუტყვისთვის. ამ გაზაფხულზე კი ის ძროხასთან ერთად მშობლიურ სოფელში დაბრუნდა.

როგორც პენსიონერი ამბობს, ბაღებსა და მინდვრებს ნაღმებისგან ასუფთავებს საკუთარი ძროხის, სხვა ცხოველებისა და სოფლის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. მის აღმოჩენებს შორის არის დრონი, რამდენიმე აფეთქებული ჭურვი და ნამსხვრევების გროვა. როდესაც ქალი აღმოაჩენს საეჭვო საგანს, ის პოლიციას აცნობებს.

„67 წლის ვარ და ეს უნდა გავაკეთო. ძროხის გულისთვის ყველა ბაღი გავასუფთავე, თივა მოვთესე, ახლა ძოვს. მე არ მეშინია. აქ მხოლოდ ფრაგმენტებია, ჭურვები არ არის“, – თქვა პენსიონერმა ქალმა.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური იდეოლოგია გულისხმობს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიაანაკლიის ამერიკელი, ევროპელი და ქართველი ინვესტორები, ივანიშვილის დავალებით, საუკეთესო რუსულ ტრადიციებში, „ქართულმა ოცნებამ” გაძარცვა და დააყაჩაღა, წაართვა ჩადებული ინვესტიციები – ხაზარაძე