უკრაინელი მეომარი, რომელმაც მეთაურობა თავის თავზე აიღო და ოკუპანტები გაანადგურა

სვეტლანა უკრაინელი სამხედრო მედდა, ის ზაპოროჟიის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის ძალების 128-ე ბრიგადაში მსახურობს. ერთ-ერთი მასშტაბური შეტევის დროს სვეტლანა ასეული სამეთაურო პუნქტზე მეთაურის გარეშე აღმოჩნდა. დრო არ ითმენდა და ქალმა მეთაურობა თავის თავზე აიღო. უსმენდა რა მეთაურის ბრძანებებს რაციაში, სვეტლანა კოორდინირებას უწევდა მებრძოლთა მოქმედებებს ბრძოლის ველზე.
ოკუპანტები ზურგში მდებარე ერთ-ერთ სახლში გამაგრდნენ და საბრძოლო მასალების საწყობისკენ კენ მიმავალი გზა გადაკეტეს. დანაყოფი ლამისაა, ალყაში აღმოჩნდა. მაშინ მედდამ ხელში ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი აიღო და იერიშზე გადმოსული ოკუპანტების შესახვედრად წავიდა.
“თანამებრძოლებს ვთხოვე, არ შეეწყვიტათ ცეცხლი, მე კი ყუმბარმტყორცნით ხელში წავედი, ჩავუარე გვერდი სახლს, სადაც ოკუპანტები იყვნენ შესულები მოვბრუნდი და ყუმბარა ფანჯარას ვტყორცნე. მთელი ჯგუფი გაუვნებელდა…”, – ჰყვებოდა სვეტლანა.
სვეტლანას შვილი ბახმუტთან ბრძოლების დროს დაიღუპა და მას შემდეგ სვეტლანა თავის მოვალეობად მიიჩნევს, ყველაფერი გააკეთოს თავისი ვაჟის ტოლა ბიჭებისა და ზოგადად, უკრაინელი მეომრების გადასარჩენად.

banner
წინა სტატიაშიმაკასარაშვილი თავდასხმის დეტალებზე
შემდეგი სტატია“ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას “ოცნებას” ვაკისრებთ – საგამოძიებო სამსახურს ინციდენტის სწრაფად გამოძიებისკენ მოვუწოდებთ”- ქარტია