უკრაინელი ჯარისკაცები ქალაქ ავდეევკას ტოვებენ

უკრაინელი ჯარისკაცები ქალაქ ავდეევკას ტოვებენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ალექსანდ სირსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროების გასვლა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკიდან განპირობებულია შექმნილი ოპერატიული ვითარებით, რათა უკრაინელი ჯარისკაცების ალყაში მოქცევა არ მოხდეს და შენარჩუნებული იყოს მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

„მიღებული იყო გადაწყვეტილება ჩვენი ქვედანაყოფების ქალაქიდან გასვლისა და უფრო მომგებიან თავდაცვით პოზიციებზე გადასვლის შესახებ”, – ნათქვამია სირსკის განცხადებაში.

2022 წლის თებერვლიდან რუსი სამხედროები არაერთხელ შეეცადნენ ქალაქ ავდეევკის დაკავებას. მასშტაბური იერიში ქალაქზე 2023 წლის შემოდგომიდან მიმდინარეობდა.

banner
წინა სტატიაშისუს-მა ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიანავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს