უკრაინელი დეპუტატი: წინადადება შემომაქვს დღევანდელ დღეს დავაწესოთ ოდესის სააკაშვილისგან განთავისუფლების დღე

უკრაინის რადას დეპუტატი ვადიმ რაბინოვიჩი “112 უკრაინას” ეთერში სააკაშვილის გადადგომის შესახებ განცხადებაზე კომენტარს აკეთებს. “ვფიქრობ, ეს დიდი დღეა. უკვე წინადადება შემომაქვს დღევანდელ დღეს დავაწესოთ ოდესის სააკაშვილისგან განთავისუფლების დღე” – ამბობს რადას დეპუტატი.

“ვფიქრობ, მას უბრალოდ, პოლიტიკური მომავალი არა აქვს, და მეტიც, მადლობა ღმერთს, არც წამოწევს საშუალება აქვს. მას შეუძლია ვინმესთან გაერთიანება, მაგრამ ყველა მიხვდა: რომ მეფე შიშველია. მას არ შეუძლია მართვა, მას რაიმე ომი სურს, რაიმე სახის ემოცია, მას უნდა დრაივი, რომელსაც სხვადასხვა გზით ამყარებს. ვფიქრობ, სააკაშვილმა, საკუთარი თავი ამოწურა. არა მგონია, პოროშენკომ ის საკუთარი კალენდრიდან ამოშალოს, რადგანაც ის მან არა ერთხელ გამოიყენა. თვითონ სააკაშვილი კი, თავშეუკავებელი ადამიანია, კიდევ რამდენიმე ასეთი გამოსვლა მისი მხრიდან პრეზიდენტის მიმართულებით და მტრებს გაიმრავლებს, სულ ეს იქნება” – განაცხადა რადას დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე საათის წინ გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშისირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსი საქართველოს პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს