უკრაინელი დეპუტატი სააკაშვილის განთავისუფლების თარიღს ასახელებს

,,ხვალ ან მაქსიმუმ ორშაბათს, სააკაშვილს გამოუშვებენ საგამოძიებო იზოლატორიდან (თუ მანამდე მისმა მომხრეებმა სასამართლოდან არ გაანთავისუფლეს). ეს სააკაშვილის გადაადგილებას  უკრაინაში შეზღუდავს, თუმცა არა ჟურნალისტებთან ურთიერთობას. ასე, ის, სრულიად უსაფრთხოდ შეძლებს უხელმძღვანელოს პროტესტებს, მისცეს მრავალრიცხოვანი ინტერვიუები და შეხვდეს უცხოელ პოლიტიკოსებს. ხოლო პროკურატურა და უშიშროების სამსახურები მუდმივად თავს გაიმართლებენ, თუ რატომ არ აქვთ მათ სააკაშვილის წინააღმდეგ რეალური სამხილები. რისი მიღწევა უნდა ხელისუფლებას ამ დაკავებით გაუგებარია… სამაგიეროდ გასაგებია, რომ ისინი მალე მიხოს ადგილს გაუცვლიან,, აცხადებს უკრაინის რადას დეპუტატი მიხაილ დობკინი.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა