უკრაინელი ბავშვები, რომლებმაც ომის გამო კიდურები დაკარგეს, სამკურნალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან

უკრაინელი ბავშვები, რომლებმაც ომის გამო კიდურები დაკარგეს, სამკურნალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ელენა ზელენსკამ „ტელეგრამის“ გვერდზე განაცხადა.

“დღეს ინიციატორებთან ერთად – ვაშინგტონში უკრაინულ სახლთან და აშშ-ში უკრაინის საელჩოსთან ერთად – ამერიკულ ბიზნეს საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსსა და უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებს წარვუდგინე პროთეზირების პროგრამა. მადლობა გადავუხადე ინიციატივისთვის, რომელიც საშინელება და ტანჯვაგამოვლილ ჩვენს ბავშვებს აძლევს არა მხოლოდ ფიზიკური აღდგენის საშუალებას, არამედ ამგვარად ბავშვები იღებენ ღირსეული, უბარიერო ცხოვრების შესაძლებლობას“,- განაცხადა ზელენსკამ.

პრეზიდენტის მეუღლის თქმით, უკრაინის სახლი და საელჩო აგროვებენ ინფორმაციას ნაღმზე აფეთქების შედეგად დაჭრილ ბავშვებზე. სამედიცინო დაწესებულების განსაზღვრის შემდეგ, რომელიც მიიღებს ოჯახს შეერთებულ შტატებში, მოეწყობა ვიდეო კონფერენციები უკრაინელ და ამერიკელ ექიმებს შორის ბავშვის მოსამზადებლად და ტრანსპორტირებისთვის.

„მჯერა, რომ ერთად ჩვენ დავუბრუნებთ ბავშვებს ბავშვობას, რომელიც მათ რუსებმა წაართვეს. შესაძლებლობა ითამაშონ ფეხბურთი, დახატონ, ჩაეხუტონ. მჯერა, რომ გავიმარჯვებთ ომში უკრაინელი ბავშვებისთვის“, – განაცხადა ზელენსკამ.

banner
წინა სტატიაშისერიოზული განცხადებაა და სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ – იმედი მაქვს, ამ საკითხში საგარეო უწყება ჩაერთვება და დიპლომატიური ხაზებით მოხდება ამ საკითხის გარკვევა – პაპუაშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე
შემდეგი სტატიამიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში ბმა-ს ფარგლებში 96 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა