უკრაინელი აქტივისტი, რომელსაც გოგირდმჟავა შეასხეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ცნობილი ხერსონელი აქტივისტი ეკატერინა გაძიუკი, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ იბრძოდა, მასზე განხორციელებული თავდასხმიდან სამი თვის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 33 წლის აქტივისტს 31 ივლისს დაესხნენ თავს და გოგირდმჟავა გადაასხეს. მან სხეულის 40%-ზე დამწვრობა მიიღო, გარდა ამისა, ძლიერად დაუზიანდა თვალი.

გასული სამი თვის მანძილზე ეკატერინა გაძიუკს, რომელიც მანამდე ქალაქის საბჭოს დეპუტატი და ხერსონის მერის მრჩეველი იყო, 11 ოპერაცია ჩაუტარდა კიევში. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ დამნაშავის დასჯის მოწოდება გააკეთა. აღნიშნულ საქმეზე ხუთი ეჭვმიტანილია დაკავებული. სისხლის სამართლის საქმეს კვირას, აქტივისტის გარდაცვალების შემდეგ მუხლი შეეცვალა და ახლა ის კვალიფიცირებულია, როგორც წინასწარგანზრახული მკვლელობა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბი იყო – წერს”ბიბისი” .

აქტივისტის გარდაცვალებას უკრაინის სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი მოყვა. მომხდარს კიევში აშშ-ს საელჩოც გამოეხმაურა. კვირა საღამოს ასობით ადამიანი შეიკრიბა კიევში შსს-ს შენობასთან. მათ ხელში სანთლები ეჭირათ. ტრანსპარანტებზე კი ეწერა : “ის მოკლეს” და “ვინ შეუკვეთა მკვლელობა?” აქციის მონაწილეები საქმის ობიექტურად გამოძიებას მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიტრამპი და ირანელი გენერალი “ბეჭდების მბრძანებლების” სტილში უგზავიან პოლიტიკურ გზავნილებს ერთმანეთს
შემდეგი სტატიასიცილიაში უამინდობას მსხვერპლი მოყვა (+ფოტო)