29.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 9, 2026
banner

უკრაინელებს Patriot-ებს გავუგზავნით, სჭირდებათ – დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ პუტინი ტკბილად საუბრობს, მერე კი ყველას ბომბავს, ამიტომ უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტები აუცილებლად სჭირდება. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გაგზავნის და რომ ისინი ქვეყნის დასაცავად აუცილებელია, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „კარგად საუბრობს, მაგრამ საღამოს ყველას ბომბავს“.

ტრამპმა არ დააკონკრეტა Patriot-ის რამდენ რაკეტას გადასცემს უკრაინას, თუმცა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მათ ღირებულებას ევროკავშირი აუნაზღაურებს.

„ჩვენ მათ Patriot-ებს გავუგზავნით, რომლებიც უკიდირესად სჭირდებათ, რადგან პუტინმა ბევრი ადამიანი გააკვირვა. ის კარგად საუბრობს და შემდეგ, საღამოს ყველას ბომბავს. თუმცა, აქ პატარა პრობლემაა – ეს არ მომწონს. მათ სხვადასხვა ძალიან დახვეწილი სამხედრო აღჭურვილობას გავუგზავნით, ისინი ამისთვის 100%-ით გადაგვიხდიან“, – აღნიშნა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს ბათუმის სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გაგრძელდება
შემდეგი სტატიატრამპის ახალ გეგმაში უკრაინისთვის შორსმფრენი რაკეტების გადაცემაც შედის – Axios