უკრაინელებს ძალიან სახიფათო თვე ელით – არესტოვიჩი

უკრაინელებს ძალიან სახიფათო თვე ელით,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა

მისი თქმით, უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის ფედერაციის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან, მაგალითად, თუ რუსი ოკუპანტები დაიპყრობენ ლუგანსკის ოლქს და ექნებათ საკმარისი ძალა წინსვლისთვის.

მისივე თქმით, ასევე შესაძლებელია ბელარუსის ჯარის ჩართვა ომში.

„უნდა აღვნიშნო არასასიამოვნო რაღაც, რომ არსებობს ალბათობა რუსეთის შეტევის მცდელობის ჩრდილოეთით, ანუ სუმის, ჩერნიგოვის, კიევის ოლქების მიმართულებით და არსებობს კიდეც საფრთხე ბელარუსის შეიარაღებული ძალების ომში ჩართვის. ეს მოხდება გარკვეულ პირობებში, მაგალითად, თუ რუსეთის ფედერაცია გაიმარჯვებს აღმოსავლეთში, დაიპყრობს ლუგანსკის ოლქს და კიდევ შეინარჩუნებენ ძალას შემდგომი შეტევისთვის. ასეთი საფრთხე არსებობს“,- განაცხადა არესტოვიჩმა.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონმა Stinger-ის საზენიტო რაკეტების შეძენაზე 624 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა
შემდეგი სტატიაომის ცხელი ეტაპი კვლავ გრძელდება, მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები – რეზნიკოვი