უკრაინელებო, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ოკუპაციას არასოდეს დაეთანხმოთ – ალიევი

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ოკუპაციას არასოდეს დაეთანხმოთ“, – ასე მიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უკრაინის ხელისუფლებას და აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანი ამავე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს საჯაროდ უჭერს“.

მისი თქმით, აზერბაიჯანს როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან „კარგი ურთიერთობა აქვს“.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თებერვალში ილჰამ ალიევი ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ერთად, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერა.

მიუხედავად ამისა, ბელორუსის ხელისუფლების გარდა, რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე ფედერაციის არც ერთმა სხვა მოკავშირემ მხარი არ დაუჭირა. ამასთან ერთად, მათ ასევე, თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობაც არ ცნეს.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს შეხვდა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის, იძულების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და დაფარვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა