უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიის ფრონტზე პლაცდარმი გააფართოვეს, ისინი რობოტინედან ნოვოპროკოპივკის მიმართულებით უტევენ და ვერბოვეს მიუახლოვდნენ, – ამის შესახებ აშშ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები წერენ.
ოკუპანტები სოფელ ნოვოეგოროვოში სტრატეგიული სიმაღლეების დაკავებას ცდილობენ, რასაც ამ დრომდე ვერ ახერხებენ. მძიმე ბრძოლებია სამხრეთის ფრონტზე, უკრაინელებმა ნოვოპროკოპივკას
ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სიმაღლე დაიკავეს,საიდანაც რუსეთის მე-20 პოლკის მებრძოლები გააქციეს. ბრძოლები ვერბოვეს შესასვლელთან მიმდინარეობს.