28.1 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 10, 2026
banner

უკრაინელებმა ზაპოროჟიის ოლქის სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინის 24-ე მოიერიშე ბატალიონმა “აიდარმა” 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი მალი შჩერბაკი გაათავისუფლა. სოფლის დაბრუნება მოგვიანებით გენერალურმა შტაბმაც დაადასტურა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქსა და სხვა ტერიტორიებზე, მათ შორის, ზაპოროჟიეს ოლქში ქალაქ ორეხოვის გარშემო ოპერაციებს განაგრძობენ.

სამხრეთის ფრონტის თავდაცვის სპიკერმა ვლადისლავ ვოლოშინმა განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები თავდაცვით პოზიციაში არიან კემიანსკის, სტეპოვისა და პლავნის დასახლებებთან.

banner
წინა სტატიაშიყაველაშვილმა 70 მსჯავრდებული შეიწყალა
შემდეგი სტატიამშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე დონალდ ტრამპს ისევ წარვადგენთ – პაკისტანის პრემიერი