უკრაინელებმა წუხელ იერიში მიიტანეს რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომზე, – ინფორმაციას უკრაინის არმიის გენშტაბი ადასტურებს.
ბორისოგლებსკის აეროდრომი რუსეთის საჰაერო ძალებისთვის მნიშვნელოვანი ობიექტია, იქ ბაზირებულია Су-34, Су-35С та Су-30СМ თვითმფრინავები.
დრონებით შეტევის სამიზნე გახდა აეროდრომის მართვის პუნქტი და რამდენიმე ბაზა აეროდრომის ტერიტორიაზე. შეტევის შედეგები ზუსტდება.