რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შემდეგ უკრაინელებმა ვოლგოგრადის ქალაქ კსტოვოში ЛУКОЙЛ-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს.
ინფორმაციას უკრაინული Telegram-არხები ავრცელებენ და წერენ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა.
ЛУКОЙЛ-Нижегороднефтеоргсинтез რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა. გასულ ღამეს უკრაინელებმა ვოლგოგრადის ოლქში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთ საკვანძო ქარხანას დაარტყეს.
ვოლგოგრადის ФНВЦ Титан-Барикади-ს ქარხანა რუსეთისთვის აწარმოებს გამშვებ დანადგარებს, საარტილერიო სისტემებსა და კომპონენტებს სარაკეტო კომპლექსებისთვის, კერძოდ: „ისკანდერ-მ“-ისთვის, „იარს“-ისა და „ტოპოლ-მ“-ისთვის, რის გამოც ის უკრაინის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერაა დასანქცირებული. თავდასხმა უკრაინული Flamingo-ს ტიპის რაკეტებით მოხდა.


















