16.8 C
Tbilisi
ორშაბათი, სექტემბერი 14, 2026
banner

კრასნოდარსა და როსტოვში ნავთოქარხნები, გელენჯიკში კი – ტყის საფარი იწვის

კრასნოდარი ცეცხლშია: ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დრონების თავდასხმის შემდეგ “იწვის ტექნოლოგიური დანადგარი”. კრასნოდარის ქარხანა წელიწადში 3 მლნ ტონა ნავთობს ამუშავებს.

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ 28 აგვისტოს თავდასხმის შემდეგ გაჩერდა კუიბიშევის ნავთობქარხანა.

დრონებმა მწყობრიდან გამოიყვანეს ორივე პირველადი გადამუშავების დანადგარი. ამ საწარმოზე ხანძრის 7 კერა იყო და დაზიანებული თუ განადგურებული ობიექტების ჩამონათვალი ვრცელია. ქარხნის წლიური სიმძლავრე 7 მლნ ტონაა.

კუიბიშევის ქარხანა უკვე მეხუთე მსხვილი საწარმოა, რომელიც დრონების თავდასხმის შემდეგ სრულად გაჩერდა. მანამდე მუშაობა შეწყვიტა ნოვოკუიბიშევის (2 აგვისტო), სარატოვის(11 აგვისტო), ვოლგოგრადისა და სიზრანის ( 15 აგვისტო) ქარხნებმა.

გარდა ამისა, ნახევარი სიმძლავრით მუშაობს რიაზანის ქარხანა, რომელიც სიდიდით მესამეა რუსეთში და 17 მლნ ტონა ნავთობს ამუშავებს.

უცნობია რა მდგომარეობაა ნოვოშახტინსკის ქარხანაზე, სადაც ხანძარს 5 დღე ვერ აქრობენ.
ამას ემატება ის ფაქტი რომ დრონებმა სულ მცირე აქვსი თვით გააჩერეს რუსეთის უმსხვილესი გაზის კონდენსატის ქარხანა. ეს საწარმო პეტერბურგთან, უსრ-ლეგას პორტში მდებარეობს. ის ნავთს, მაზუთსა და ნაფტას აწარმოებს. საწარმო ექსპორტზე მუშაობს.

უკრაინული დაბომბვების შედეგად გაჩერებული სიმძლავრეები 20%-ს გასცდა.

არც ისე მშვიდი ღამე იყო დონის როსტოვშიც, სადაც ასევე, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ააფეთქეს. როსტოვშიც და კრასნოდარშიც მოსახლეობის ნაწილს ღამის გათევა ეზოებში მოუწია.

გელენჯიკში ტყის ხანძარს ებრძვიან, რომლის არეალი თანდათან ფართოვდება. ხანძრის ქრობის პროცესში უამრავი მაშველია ჩართული, მაგრამ მდგომარეობას ძლიერი ქარი ართულებს. პროცესში დილიდან ჩაერთნენ ასევე ვერტმფრენები.

banner
წინა სტატიაში“რა დროს 9-იანი, 10-იანი და 18-იანია?!.” – ლევან ხაბეიშვილი
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა ზაპოროჟიესა და დნეპრს შეუტიეს, არის მსხვერპლი