გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა ტავრიის მიმართულებით 368 რუსი ოკუპანტი გაანეიტრალეს ან დაჭრეს და მოწინააღმდეგის 40 ერთეული სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს, – ამის შესახებ ტავრიის რეგიონის თავდაცვის ძალების გაერთიანებულ პრესცენტრი იუწყება.
„უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციას მელიტოპოლის მიმართულებით. იქ ისინი მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ რუსებს ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით, აიძულებენ ოკუპანტს პოზიციებიდან უკან დახევას. თავდასხმის მოქმედებების შედეგად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნაწილობრივი წარმატება მიაღწიეს ზაპოროჟიეს რეგიონის რობოტინის რაიონში.
ამავდროულად, უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ დამპყრობლის შეტევის შეკავებას ავდიივკასა და მარინის მიმართულებით.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა განახორციელეს 3 სარაკეტო და 10 საჰაერო დარტყმა, ჩაატარეს 21 საბრძოლო მოქმედება“, – აცხადებენ ტავრიის რეგიონის თავდაცვის ძალებში.
ამავე ცნობით, ტავრიის მიმართულების თავდაცვის ძალების სარაკეტო ჯარების და არტილერიის ნაწილებმა 1502 საცეცხლე მისია შეასრულეს.
„რუსების ჯამურმა დანაკარგმა შეადგინა 400 ადამიანი. უკრაინელმა მებრძოლებმა, ასევე, გაანადგურეს 40 ერთეული მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკა. ეს არის 11 ტანკი, 7 BBM, 1 საარტილერიო სისტემა და ნაღმმტყორცნელი, 14 დრონი, 7 ერთეული საავტომობილო ტექნიკა. ასევე, განადგურდა საბრძოლო მასალის 2 საწყობი და ოკუპანტების 2 სხვა მნიშვნელოვანი ობიექტი“, – ნათქვამია განცხადებაში.