13.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

უკრაინელებმა შავი ზღვის თავზე რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ შავ ზღვაში ოპერაციის დროს უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ჯარისკაცებმა გაანადგურეს რუსული “Су-30СМ” საბრძოლო თვითმფრინავი.

უწყება ამბობს, რომ რუსმა ოკუპანტებმა საბრძოლო თვითმფრინავებთან კონტაქტი 2024 წლის 11 სექტემბერს დილის 5 საათზე დაკარგეს, დაახლოებით სამი საათის შემდეგ რუსებმა დაიწყეს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია An-26 თვითმფრინავით, ასევე Mi-8 და Ka-27 ვერტმფრენებით.

თვითმფრინავი ეკუთვნოდა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების 43-ე ცალკეულ საზღვაო საავიაციო პოლკს, რომელიც დაფუძნებულია დროებით ოკუპირებულ ყირიმში ქალაქ საკის აეროდრომზე.

უკრაინული მხარის ცნობით, ასეთი თვითმფრინავის ღირებულება დაახლოებით $50 მილიონია.

banner
წინა სტატიაშიFinancial Times: “თბილისი ნეიტრალიტეტისკენ და რუსეთის გავლენის სფეროსკენ იხრება”
შემდეგი სტატიაბათუმში სათამაშო ბიზნესის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება ღონისძიება ტარდება ბათუმის სათამაშო ფესტივალის ფარგლებში