17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 13 გემს შეუტიეს

რუსეთს ფრონტის ხაზიდან უპილოტო სისტემების ცენტრ „რუბიკონის“ 200-მდე ოპერატორთა ჯგუფი შავ და აზოვის ზღვებში გემების დასაცავად გადაჰყავს,- ამის შესახებ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ „მადიარ“ ბროვდიმ განაცხადა.

მისი თქმით, „რუბიკონის“ დანაყოფების გარდა, გემების დასაცავად ასევე მობილიზებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 51-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიის და საჰაერო თავდაცვის პოლკის ძალები. ისინი იყენებენ საჰაერო თავდაცვის დრონებს, გადასატან საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ტყვიამფრქვევებს.

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის ინფორმაციით, 6-18 ივლისს, ოპერაცია „მოლოჩკას“ ფარგლებში, უკრაინულმა დრონებმა 172 რუსულ გემს დაარტყეს, აქედან 118-ს აზოვის ზღვაში და 54-ს – შავ ზღვაში.

მისივე განცხადებით, მხოლოდ 18 ივლისის ღამეს, უკრაინელებმა 13 ხომალდს დაარტყეს, აქედან 8 მშრალი ტვირთმზიდი გემია, ერთი ნავთობტანკერი, ერთი გაზის გადამზიდი გემი, ერთი საბუქსირე გემი და ორი მცურავი ამწეა.

ბროვდიმ აღნიშნა, რომ ოპერაციის მიზანია ნავთობის, საწვავის და სხვა ტვირთების სანქციების დარღვევით ტრანსპორტირების შეჩერება.

banner
წინა სტატიაშიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველო-ჩინეთს შორის პარტნიორობა უკვე კონკრეტულ, ხელშესახებ ინიციატივებად გარდაიქმნება
შემდეგი სტატიაკაცს, რომელმაც დმანისში ცოლი მოკლა, 18 წლიანი პატიმრობა მიესაჯა